დაბლოკილი დირექტორობის კანდიდატები პროტესტის რეჟიმში რჩებიან - პედაგოგები მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან

16.12.23 15:21
დაბლოკილი დირექტორობის კანდიდატები პროტესტის რეჟიმში რჩებიან - პედაგოგები მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან

პოლიტიკური ნიშნით დაბლოკილი დირექტორობის კანდიდატები პროტესტის რეჟიმში რჩებიან - პედაგოგები ამ დრომდე ელოდებიან განათლების მინისტრის განმარტებებს. დაასრულებს თუ არა გიორგი ამილახვრის უწყება კვალიფიციური კადრების პოლიტიკური ნიშნით გადარჩევას? ეს კითხვა ისევ პასუხგაუცემელია.

მინისტრმა ამილახვარმა საჯარო დაპირება უკვე გასცა, რომ პრობლემურ სკოლებში დირექტორების შესარჩევი კონკურსები თავიდან ჩატარდება, თუმცა უცნობია, როდის ან რა ფორმით მოხდება ეს უკანასკნელი. საპროტესტო ბანერებით შეიარაღებული პედაგოგები კითხვებზე პასუხებს ელოდებიან.

მინისტრთან შეხვედრისას გამოიკვეთა ასეთი რამ, რომ თურმე, ყველა მასწავლებელი არის აღფრთოვანებული. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ სამინისტროს, რომ სკოლას პრობლემები აქვს. ალტერნატიული სამინისტრო მიიღებს განცხადებებს ყოველ შაბათს, ამ ეტაპზე 12-იდან 3-საათამდე, ხოლო ოთხშაბათს წაეკითხება ხმის გამაძლიერებლის საშუალებით სამინისტროს და ვერავინ იტყვის იმას, რომ არ ვიცოდით ჩვენ ამ პრობლემების შესახებ", - აღნიშნა მაია ეკალაძემ.