"18 წელს ზევით მყოფი ჯგუფი ყველაზე დაჩაგრულია" - წყნეთში შშმ პირებისთვის ახალი სივრცე გაიხსნა
წყნეთში შშმ პირებისთვის ახალი სივრცე გაიხსნა - ცენტრი სპეციალურად 18 წელს გადაცილებულ ადამიანებისთვის შეიქმნა, თუმცა ის 0-7 წლამდე ასაკი შშმ პირებსაც მოემსახურება.
სწორედ 18 წელს გადაცილებული სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის წყდება სახელმწიფო პროგრამა, რის გამოც ალტერნატიული სივრცის მოწყობა გახდა საჭირო.
"განვითარების სივრცის" დამფუძნებელი "პირველებთან აცხადებს, რომ ახალ ალტერნატიულ ცენტრში მულტიფუნქციური გუნდი იმუშავებს და თითოეული პროგრამა ბენეფიციარზე იქნება მორგებული.
ჩვენი ცენტრი "განვითარების სივრცე" იქნება ადგილი, სადაც მოვემსახურებით შშმ პირებს 18 წელს ზევით, იმიტომ რომ ეს ჯგუფი არის ყველაზე დაჩაგრული, რადგან ფაქტობრივად, როცა ხდება შშმ პირი 18 წლის, ის აღარ არის არანაირ პროგრამაში, ანუ მათზე მორგებული პროგრამა აღარ არსებობს და ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ერთ-ერთი მიზანი ამ ცენტრის გახსნის ეს იყო, რომ გაგვეხსნა ცენტრი, სადაც 18 წელს ზევით შშმ პირები შეძლებდნენ მოსვლას. ჩვენ აქ გვყავს ძალიან გამოცდილი სპეციალისტები და ჩვენი ცენტრის მულტიფუნქციური გუნდი იმუშავებს. თითო ბენეფიციარის შესაძლებლობაზე მორგებული პროგრამა გვექნება აქ", - აღნიშნა ცენტრის დამფუძნებელმა.