ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული თემურ კარბაია დღეს დაკრძალეს
ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე, თემურ კარბაია გალის სოფელ წარჩეში დღეს დაკრძალეს - ამის შესახებ ინფორმაციას "მოძრაობა - აფხაზეთისთვის" ავრცელებს.
მათი ცნობით, ცხედარს გუშინ ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლითაც დადგინდა, რომ კაცი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით დაიღუპა.
დღეს აფხაზეთში, გალში - სოფელ წარᲩეᲨი. მიწას მიაბარეს ე.წ. მილიციელების - ზარაქუა, კვეკვესქირი და აბშილავას მიერ ცემით მოკლულ ვიტალი კარბაია. ჩვენი ინფორმაციით გუშინ საღამოს გალის რაიონის ხელმძღვანელის მიერ იყო მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაამტკიცა ცემის შემდგომ მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვალება", - წერს მოძრაობა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია ე.წ. მილიციის მსხვერპლი გახდა. 40 წლამდე მამაკაცს სასტიკად გალის ცენტრში გაუსწორდნენ.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებალდდ გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი მამაკაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყავნეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.