ოკუპანტების ახალი ბანერი მცხეთა-თიანეთში - ხელისუფლება დუმს
ოკუპანტების გააქტიურებაზე ოფიციალურ თბილისს ამ დრომდე ერთი განცხადებაც კი არ გაუვრცებელია. უკვე მეორე დღეა, სოფელ ციგრიანთან საოკუპაციო ბანერები გაჩნდა. კადრებით დგინდება, რომ ეგრედწოდებულ გამყოფ ხაზთან მოწყობილია საგუშაგოები და აღმართულია სათვალთვალოო კოშკები. ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია.
ხალხი რეაგირებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ელოდება, თუმცა ამ დრომდე დუმს ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაცია და დუმს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
აქტვისტები ამბობენ, რომ ახლა ოფიციალური თბილისი განგაშის სიგნალს უნდა რთავდეს და კავშირზე იყოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. მათი თქმით, არგაღიაიზიანების პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, რეალურად, პრაგმატული არ არის.
არგაღიზიანების პოლიტიკა არ არის ეს. ეს არის ქვეშგაწოლის პოლიტიკა, ჩოქ ჯენში ყოფნის პოლიტიკა, ეს აწყობს რუსეთს, ეს აწყობს ამ ხელისუფლებას. ჩვენ ვამბობთ ასე რაღაცას, რომ არ შეიძლება გაწყობდეს იგივე, რაც აწყობს შენს მტერს. ეს არის დანაშაული. როდესაც მეორე მხარე ხედავს, რომ შენ არ გაქვს არანაირი უნარი, ძალა, არ შეგწევს, რაღაცა შეცვალო, იგივეს გააკეთებს ყოვე ჯერზე. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად მობილიზება უნდა გავაკეთოთ საგარეო პოლიტიკაში. ძალიან ცუდად გავქვს საქმე და ეს უნდა გამოსწორდეს, - ამბობს აქტივისტი.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიერი დავით ქაცარავა საგანგასო სტატისტიკაზე საუბრობს.
ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რუსები არიან კვლავ ძალიან აქტიურები და მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" თავის კოლაბოაციონისტურ პოლიტიკას ეძახის პრაგმატულ პოლიტიკას, ამ პრაგმატულ პოლიტიკას სინამდვილეში, ჩვენთვის არანაირი პოზიტიური შედეგი არ მოაქვს. რუსები ისევ ისე აქტიურად მოქმედებენ, აგრძელებენ ბორდერიზაციის პროცესს. როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, 1 ნოემბრიდან 13 ეკემბრის ჩათლიტ საოკუპაციო რეჟიმმა 5-ჯერ განახორციელა ბორდერიზაცია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, - ამბობს დავით ქაცარავა.
ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებს და ქმედით ნაბიჯებს დგამს.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით რაც კი შესაძლებელია. სხვათაშორის, ის მავთულხლართები და ის უბედურება, რაც ხდება, არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ატარებად, სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" და იმ უბედურების, რაც 2008 წელს მივიღეთ, სამწუხაროდ, - ამბობს კახა კალაძე.