თოვა, ქარბუქი და შტორმი ზღვაზე - მთელ საქართველოში უამინდობაა
თოვა, ქარბუქი და შტორმი ზღვაზე - მთელ საქართველოში უამინდობაა. ზვავსაშიშროების და დაბალი ხილვადობის გამო გზებზე შეზღუდვები დააწესეს. აკრძალულია მოძრაობა ნაქერალას უღელლტეხილზე. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება ვერც საჩხერე-უზუნთ -შქმერი-ზუდალის გზაზე. ძლიერი წვიმაა ამ წუთებში რიკოთის უღელტეხილზეც.
სინოპტიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოწუოდებენ. ამბობენ, რომ უამინდობა საქართველოში დაახლოებით 3 დღე გაგრძელდება. ამასთან, სპეციალისტები დასავლეთ საქართველოში ხვალიდან ყინვას პროგნოზირებენ. მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში ძლიერი თოვა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ხვალ დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონსში მოსალოდნელია წვიმა, ზოგგან ძლიერი, მთაში თოვლი, მაღალმთიან რეიონებშ ქარბუქი. ზღვაზე ასევე, 4-5 ბალიანი შტორმი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ქრის დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქის გარეუბნებშ დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის სიძიერემ 28-30 მეტრს წამში მიაღწიოს. მაღალმთიან რაიონეში მოსალოდნელია თოვა, ზოგგან ძლიერიც აღინიშნოს. ასევე, ქარბუქია ნავარაუდევი. ტემპერატურა დაკლებულია და 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 2-7 გრადუსის ფარგლებში. ხვალ დღის ბოლოს უკბე ნალექი შეწყდება და 19 დეკემბერს ღამის საათებში ნალექის შეყვეტასთან ერთად ყინვა გაძლიერდება, - ამბობენ სინპოტიკოსები.