მოპარული 170 ათასი ევრო 2 წელიწადში - საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
სალონიკში 5 კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს და სომხეთის მოქალაქეებიც არიან. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ორგანიზაციის წევრები ბინის მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ, მათ მიერ სახლების დატოვების შემდეგ კი შიგნთ იჭრებოდნენ და ბინას ქურდავდნენ. ცნობილია, რომ გასაღებების ასლებს სხვადსხვა საკეტებისთვის ისინი სპეციალურ ნაქირავებ ფართში ქმნიდნენ.
პოლიციის ფაილების მიხედვით, 2 წლის განმავლობაში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ჯამში 170 000 ევრო მოიპარეს.
დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, ძარცვის, ფულის გათეთრებისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. ერთ-ერთ დაკავებულს, 45 წლის კაცს, 6 წლის გოგოს გატაცებაშიც ედება ბრალი.