სპეციალური სკოლის გარეშე დარჩენილი შშმ ბავშვები - რა გამოწვევებზე საუბრობენ მშობლები
სპეციალური სკოლის გარეშე დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები - მშობლები იმ რთულ ვითარებას აღწერენ, რომელსაც მათი შვილები ყოველდღიურად აწყდებიან საჯარო სკოლებში. სასწავლო დაწესებულებები განსაკუთრებლი საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული არ არის. ამის გამო მოზარდებსსკოლაში ვერ უშვებენ, ეს კი მათ განვითარებაზე აისახება. კიდევ ერთ გადაუჭრელ პროობლემად რჩება სავარჯიშო დარბაზები.
საუბარია 210-ე სკოლაზე, სადაც 198 სკოლის მოსწავლეები სკოლის დახურვის შემდეგ გადავიდნენ. მიზეზად შენობის რეაბილიტაცია დასახელდა, თუმცა იქ ამ დრომდე სამუშაოები არ დაწყებულა.
210 სკოლა, რომელიც მდებარეობს სოფელ დიღომში, მე არ მაქვს პრეტენზია, რადგან ჩვენ, დავუშვათ, ცენტრისკენ ვცხოვრობთ, უნდა იყოს სკოლა მაინც და მაინც ცენტრში, თუმცა სოფელ დიღომშიც რომ იყოს და ალტერნატიული შენობა, რომ დილით აიწყოს სწავლა, ჰქონდეთ ცალკე შენობა, სადაც იგივე სერვისებს მიიღებენ, რასაც ამ სკოლაში იღებდნენ, როცა საკუტარ შენობაში იყვნენ. პირდაპირ ირღვევა არ ბავშვების უფლებები, ესენი არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი 210 სკოლის ხელმძღვანელობისგან. მათ არ აქვთ უფლება, ისარგებლონ ფიზკულტურის დარბაზით, მუსკის დარბაზით, თერაპიით და ა. შ. რა გაუხდათ ერთი ალტერნატიული ფართი? - ამბობს მშობელი.
"პირველებან" საუბრისას 210 სკოლის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ პრობლემა არ არსებობს.
შშმ ბავშვების მშობლებმა განათლების სამინისტროს ალტერნატიული ფართის გამოყოფის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა იქ მათ ეუბნებიან, რომ მსგავის შენობა მხოლოდ 2 წლის შემდეგ აშენდება.