საკნის ნაცვლად სამედიცინო პალატა - როგორ არიდებენ თავს ბრალდებულები ციხეს?

17.12.23 20:00
საკნის ნაცვლად სამედიცინო პალატა - როგორ არიდებენ თავს ბრალდებულები ციხეს?

 

 

საკნის ნაცვლად სამედიცინო პალატა - ნაპოვნია საეჭვო სამედიცინო დასკვნები, რომლითაც ბრალდებულები ციხეს არიდებენ თავს. მძიმე დანაშაულში მხილებული პირები ერთმანეთის მიყოლებითთ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას იტარებენ. მკვლელობებისთვის დაკავებულებს სასჯელისგან თავის არიდებაში სამხარაულის საექსპერტო ბიურო ეხმარება.

"პირველებმა" გაარკვია, რომ  ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს დასკვნების გაყალბებასაც. არის შემთხვევები, როცა სხვადასხვა ექსპერტი ერთ პატიმარზე სრულიად განსხვავებულ დასკვნას წერს. სამედიცინო დოკუმენტებით მანიპულირება კი საბოლოოდ, უმძიმეს შედეგებამდე მიდის. ეგრეთ წოდებული მკურნალობის შემდეგ თავისუფლებაზე გამოსული პირი განმეორებით დანაშაულს ჩადის.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.