ონის მერიის შენობა დაარბიეს - დაზიანებულია საკონფერენცია დარბაზი და ინვენტარი
ონის მერიის შენობა დაარბიეს. დაზიანებულია საკონფერენციო დარბაზი და ინვენტარი. "მთის ამბები" წერს, რომ მერიის შენობაში მარიტა გუტაშვილი შეიჭრა, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის შვიდი წევრი დაეღუპა.
შინაგან საქმეთა სამიინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოკითხეს მარიტა გუტაშვილიც. ერთი ვერსიიით, სახელმწიფო უწყებაში მომხდარ ინციდენტს ონის მერი მოობილურით იღებდა.
თუ ქალს ბრალი დაუდასტურდება, მას ჯარიმა, შინაპატიმრობა ან ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რა მოხდა ონის მერიაში ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.