სისხლიანი გარჩევა მარნეულში - დაჭრილია ორი ადამიანი
სისხლიანი გარჩევა მარნეულში - დაჭრილია ორი ადამიანი. დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს. ერთ-ერთ ახალგაზრდას ოპერაცია დასსჭირდა.
ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ახალგაზრდები ჩაიხანაში იმყოფებოდნენ. უკვე იქიდან გამოსულებს, ავტომობილში ჩასხდომის დროს, მათ თავს 40- წლამდე მამაკაცი დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს მოძალადემ დანა გამოიყენა.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ფულად დავალიანებას უკავშირდება. ახალგაზრდებმა ბრალდებულისგან, როგორც ჩანს, ავტომობილი შეიძინეს, ხოლო თანხას არ უბრუნებდნენ.
შსს-მ 40 წლამდე მამაკაცი უკვე დააკავა. დაკავებული ბრალს აღიარებს.