მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს

18.12.23 14:31
მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტაუციების მართის სამსახური არცელებს.

მათი ცნობით, უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც 8 ადამიანი იმყოფებოდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს. მოსული უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 8 ადამიანი. 
მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა, - ნათქვამია ინფორმაციაში.