კომენდანტის საათი სავარაუდოდ, ამ თვეში გაუქმდება

21.06.21 12:01
კომენდანტის საათი სავარაუდოდ, ამ თვეში გაუქმდება

კომენდანტის საათი სავარაუდოდ, ამ თვეში გაუქმდება. შესაძლოა, ზაფხულში მოიხსნას პირბადის ტარების ვალდებულებაც. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა. შეზღუდვების მოხსნას მთავრობა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი  ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ტურისტული სეზონის გამო ჩქარობს

ამ ეტაპზე გარკვეული გაუმჯობესება ეპიდემიოლგიური ვითარების გვაქვს და შემსუბუქება სავარაუდოდ, გარკვეული რეგულაციების შეიძლება, თუმცა დარჩენილი რეგულაციების მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, ვნახოთ რა დინამიკა გვაქვს დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით, თუ ის დაიწევს და იქნება 1 %-ის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მისი მოხსნა შესაძლებელია, - განაცხადა "ნიუ ჰოსპიტალსის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა.