ქართული ცის ოკუპაცია - პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა

18.12.23 15:21
ქართული ცის ოკუპაცია - პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა

პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით ავიარესიების რაოდენობა გაიზარდა. 
ავიაკომპანია Red Wings-მა რეისების სიხშირე კვირაში 3-მდე გაზარდა, იუწყება „პულკოვოს“ აეროპორტის პრესსამსახური. ახლა რეისები სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით სრულდება.

ახალი რეისები Red Wings-ის განრიგში უკვე გამოჩნდა. უახლოეს რეისზე ბილეთის ღირებულება 14 640 რუბლია (დაახლოებით 435 ლარი).

ცნობისთვის, „პულკოვოს“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით დაფრინავს ავიაკომპანია Georgian Airways-იც. ის რეისებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათობით და კვირაობით ასრულებს.