ხანძარი დედაქალაქის ცენტრში - ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასტუმროში ცეცხლი გაჩნდა

18.12.23 22:50
ხანძარი დედაქალაქის ცენტრში - ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასტუმროში ცეცხლი გაჩნდა

ამ წუთებში დედაქალაქის ცენტრში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი - ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "პირველებს" განუცხადეს, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ადგილზე კვლავ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.