საქართველოში ყოველი მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია - საგანგაშო სტატისტიკა

19.12.23 11:52
საქართველოში ყოველი მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია - საგანგაშო სტატისტიკა

საქართველოში ყოველ მეორე ქალი სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა. საგანგაშო კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გაასაჯაროა.

დოკუმენტში წერია, რომ სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ქვეყანაში შემცირებული არ არის. ქალზე ძალადობის უდიდესი შემთვევები კი ბავშვების თვალწინ ხდება. ირკვევა, რომ ქვეყანაში ყოველი მეოთხე ქალი ძალადობის მსხვერპლია უშუალოდ პარტნიორის მხრიდან.

კვლევის თანახმად, ქალების 24% ფსიქოლოგიური ძალადობა გამოუცდია, 8%-ს ეკონომიკური ძალადობა, 6% ფიზიკური ძალადობა, ხოლო 4% სექსუალური ძალადობა. ასევე, ქალების 4% სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. 

24% გამოუცდია ფსიქოლოგიური ძალადობა. ასევე, ძალიან ფართოდ არის გავრცელებული სექსუალური შევიწროება, 4 ქალში ერთს გამოუცდია სექსლუარი შევიწროება, რაც ძალიან საინტერესოა, ასევე ამ კვლევის მიხედვით 11%-მა თქვა, რომ ეს გამოუცდია საგანმანათლებლო სივრცეშ, სადღაც 9%მა რესპოდენტების გვეუბნება, რომ გამოუცდია ძალადობის სხვადასხვა ფორმა 18 წლამდე ასაკს სანამ მიაღწევდა ანუ ბავშვობაში. წინა კვლევაში ასე იყო, რომ 4 ქალში 1ს გამოუცდია გარკვეული ფორმის ძალადობა. ახლა არის ყოველი მეორე, - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში თამარ საბედაშვილი.