საქართველოში ბავშვების 27% საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული - საგანგაშო კვლევა

19.12.23 11:59
საქართველოში ბავშვების 27% საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული - საგანგაშო კვლევა

საქართველოში ბავშვების 27% საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეოთხე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. საგანგაშო სტატისტიკას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აქვეყნებს.

სოციალური დახმარების მიმღები ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და 600 ათასზე მეტია. ცალკე საკითხია, რა  პირობებში გაიცემა დახმარება, რომლებსაც ეს ადამიანები იღებენ. "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" ორი კვლევა ჩაატარა, რომლის მთავარი მიზანი იყო, გამოიკვეთა, თუ რა ხარვეზები აქვს სისტემას.

კვლევაში წერია, რომ ადამიანები, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, რეალურად, ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩებიან, მათ შორის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ამ სისტემაში ვერ ხვდებიან. 

კვლევის საგანია ასევე პოლიტიკური მანიპულაცია, რომელსაც ხელისუფლება გაღარიბებული მოსახლეობის მიმართ წინასაარჩევნოდ იყენებს. 

ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს სისტემა სრულად ვერ ხედავს მხარდაჭერის საჭიროების მქონე, სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს. მათ შორის სისტემიდან გამორიყულია ქუჩაში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველა მეტად ესაჭიროებათ. მეთოდოლოგიური ხარვეზების გამო, საჭიროების მქონე ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი, საერთოდ დახმარების მიღმა რჩება. პრობლემა არის მიდგომაში და ქულების დათვლის სისტემაში ზოგადად და მეტოდოლოგიაში. როგორც ჩვენმა კვლევამ უჩვენა, რეალურად, ფორმულა ვერასოდეს ვერ იქნება და ვერ დაინახავს საწორების მქონე ყველა ადამიანს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კომპიუტერიზებული და ალგორითმზე დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მოხდება შეცდომები ჩარიცხვების და ამორიცხვების",  - აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".