"ოცნების" პოლიტიკური მანიპულაცია - ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სოცდაუცველებს ასაქმებს
ერთი აუზის გასაწმენდად ოცნებამ 170 ადამიანი დაიქირავა. სტადიონების დასალაგებლად 143, 247 მეეზოვე კი მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ეს მესტიაში, თუმცა იგივე ხდება საქართველოს ყველა რეგიონში.
"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგება ტრადიციულად ბიუჯეტის ხარჯზე გადაწყვიტა. პოლიტიკური მანიპულაციისთვის ხელისუფლება ქვეყნის ყველაზე ღარიბ ადამიანებს არჩევს.
მაშინ, როდესაც საქართველოში სოციალურად დაუცველთა მთელი ჯარია, "ოცნება" სწორედ მათზე აკეთებს საარჩევნო გათვლას. დასაქმება ერთადერთი არ არის. ირკვევა, რომ სოციალურად დაუცველებს იმდენად ეშინიათ დახმარების მოხსნის, მზად არიან, შანტაჟისა და დაშინების შედეგად "ოცნებას" პოლიტკური ერთგულების გარანტია მისცენ. იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ მათი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება სცადოს, პირიქით, ყველა ხერხს იყენებს, რომ ეს ადამიანები პარტიის მორჩილებად აქციოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.