ცემა იარაღის კონდახით - სკოლის მოსწავლეები პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ
პოლიციის თანამშრომლებს სკოლის მოსწავლეების იარაღის კონდახით ცემაში ადანაშაულებენ. 3-დან ერთ მოსწავლეს თავის არეში მძიმე დაზიანებბი აქვს. იარაღით ნაცემი არასრულწლოვანების მშობლები სამედიცინო ექსპერტიზას ითხოვენ. ფოტოებში, რომელიც ვრცელდება, მრავლობით დაზიანებებია ასახული.
პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო. ახლა სამართალდამცველებმა უნდა ამტკიცონ, რომ სამი მოსწავლე სტვენის გამო არ უცემიათ.
ამ საქმეს კიდევ ერთი გარემოeბა ამძიმებს: გამქრალია პოლიციის სამხრე კამერის ჩანაწერები. როგორც წესი, დაკავების ოპერაციის დროს პოლიციელი ვალდებულია, კამერა ჩართული ჰქონდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ის შემთხვაა, როდესაც ვიდეომასალის არსებობა სამართალდამცველებს არ აწყობდათ.
ერთ-ერთ მოზარდს თავზე ერთდროულად ხუთი დაზიანება აღენიშნება. ქუთაისში მომხდარი სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ დააკავეს მოზარდებიც და მათი მამაც.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.