ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მოსარგებლეებს სრულად დავაფინანსებთ - კალაძე

20.12.23 12:41
ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მოსარგებლეებს სრულად დავაფინანსებთ - კალაძე

თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს - ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

თბილისის მერის თქმით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში ერთ პაციენტს მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ 61 150 ლარი დაუფინანსდება, ხოლო მეტასტაზური ფორმის დროს 40 500-65 340 ლარით დააფინანსებს მერია.

პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი - 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს" - თქვა კალაძემ.