მიუსაფარი ძაღლების პრობლემა თბილისში - მერია განცხადებას ავრცელებს
მიუსაფარი ძაღლების პრობლემასტან დაკავშირებით დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს. კალაძის უწყება ამატკიცებს, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციასა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქინაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
უწყება სტატისტიკასაც აქვეყნებს და აანონსებს, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული აცრების და სტერილიზაციის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში, ყოველდღიურად ახორციელებს დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციასა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქინაციას. სააგენტო ანტირაბიულ აცრას უტარებს, როგორც თავშესაფარში შემოსულ ცხოველებს, ასევე დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ახორციელებს ქუჩის ბინადარი ცხოველების მასობრივ რევაქცინაციას.
სააგენტო ყოველწლიურად ზრის აღნიშნული ოპერაციებისა და ვაქცინაციების რაოდენობას.
მაგალითისთვის, თუ 2015 წლის ჩატარდა 1250-მდე სტერილიზაციის ოპერაცია და ამდენივე ვაქცინაცია, 2022 წელს ოპერაციების რიცხვი 6000-მდე, ხოლო ვაქცინაციების რიცხვი 7900-მდე გაიზარდა. შედეგები კიდევ უფრო გაზრდილია მიმდინარე წელს. 2023 წელს ჩატარდება 6400-მდე ოპერაცია და 8 000-ზე მეტი ანტირაბიული ვაქცინაცია.
აღნიშნულ ღონისძიებებთან ერთად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ინტენსიურად აქტიურად ახორციელებს ქუჩის ბინადარი ცხოველების რევაქცინაციას, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.