"28 წლის ქალმა ქმარი გაგუდა" - საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
საფრანგეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი გარემოებები - "პირველებმა" ცოტახნის წინ, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალის ნათესავები ჩაწერა.
ლანა ხუნწარიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი საფრანგეთში საცხოვრებლად შვილის სამკურნალოდ ორი წლის წინ გადავიდა. რა ვითარებაში მოკლა ახალგაზრდა ქალმა ქმარი ნათესავებმა არ იციან, თუმცა ამ გარემოებების დასადგენად საფრანგეთის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ამ წუთებშიც ატარებს. 35 წლის მარად სურმანძის ცხედარი ქალაქ ტულაში იმ სახლში იპოვეს, სადაც ცოლთან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობდა.
საზარელი დანაშაულის ამბით მთელი ფრანგული მედია აჭრელებულია. გამოცემები წერენ, რომ ქართველი ემიგრანტის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე ცოლი მას ძალადობისთვის უჩიოდა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.