სასულიერო პირმა ევროკავშირის დროშა დაწვა (ვიდეო)
სასულიერო პირმაევროკავშირის დროშას ცეცხლი წაუკიდა და დაწვა - ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მამა გენადი ვიდეოში ამბობს, რომ სოლიდარობას უცხადებს გოჩა შარუხიას, რომელმაც მცხეთის გამგეობის შენობაზე აღმართული ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა დაწვა. ლაშა შარუხია ადმინისტრაციულ შენობაზე თავდასხმის ბრალდებით პროკურატურამ დააკავა და ციხეში 6 წლიანი მუხლით გაუშვეს.
სასულიერო პირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ "საქართველოს მიხედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავავშირი ქართველ ერს გარყვნის".
გოჩა შარუხია უდანაშაულოდ ზის, იმისათვის, რომ დაწვა ევროპის ესეთი რაღაც დროშა, ლგბტ თუ რასაც ეძახიან, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებ პირადად მეც მას, რადგან სასიკეთო არაფერი არ არის მათში. თუ სახელმწიფო ნებას იბოძებს, რომ საქართველოს მოხედოს, ეს ურჩევნია და არა ევროპის ვასალობა. მეტს არაფერს არ იმსახურებს ეს დროშა", - აღნიშნა მამა გენადიმ.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.