ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს სიცრუეში ამხელენ

20.12.23 17:22
ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს სიცრუეში ამხელენ

ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს სიცრუეში ამხელენ.

ირკვევა, რომ მედიკამენტები აფთიაქებში 20-25 პროცენტიანი ფასნამატით იყიდება, ამ დროს კი სამინისტრო ქსელებს წამლების 3000 % პროცენტიანი ფასნამატით გაყიდვაში ადანაშაულებს.

პსპ-მ გაასაჯაროვა დოკუმენტებიც, სადაც ცხადად ჩანს, რა ფასად შემოაქვს წამალი იმპორტიორს და შემდეგ რამდენია ფასნამატი აფთიაქეში. ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ ნამატი 20% -ის ფარგლებში მერყეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ნათელი მაგალითი. ის მონაცემები, რაც სამინისტრომ გამოაქვეყნა არაფერ კავშირში არ არის კომპანიების მიერ შესასყიდ და გასაყიდ ფასთან დაკავშირებით. ცხადია, ის მაღალი ფასნამატები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გამოქვეყნებული, ჩვენთან კომპანიაში მსგავსი არ არსებობს. 100-200-3000 %-ით ფასნამატით მედიკამენტების გაყიდვა შეუძლებელია. ჩვენთვის კიდევ უფრო გაუგებარია სამინისტროს ეს განცხადება, რადგან მას მიმდინარე ელექტროსისტემაში სრულად აქვს წვდომა თითოეულ ტრანზაქციაზე. ამს შეუძლია ნახოს იმპორტის ფასი, მას შეუძლია ნახოს, ჩვენი პსპ-ს და ნებისმიერი კომპანიის შესასყიდი ფასი", - ამბობს პსპ-ს ადმინისტრაციული დირექტორი მამუკა ბრეგვაძე.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი მარგველაშვილის თქმით, საქართველოში კანონმდებლობა არ არეგულირებს შესყიდვასა და სარეალიზაციო ფასს შორის პროცენტულ ფასნამატს.

საქართველოში კანონმდებლობა არ არეგულირებს შესყიდვასა და სარეალიზაციო ფასს შორის პროცენტულად რამდენი შიძლება. თუ ერთმა კომპანიამ ფასი აწია, ვინაიდან კანონი ამას არ არეგულირებს, ჩვენ მორალურ ასპექტებზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ კანონზე და მე ვერ დაგადანაშაულებთ თქვენ, რომ რაღაცა პროდუქტი გავყიდე ძალიან ძვირად, იმიტომ, რომ არ არეგულირებს", - ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.