სისხლიანი გარჩევა თბილისში - ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

21.06.21 15:06
სისხლიანი გარჩევა თბილისში - ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

მთაწმინდის რაიონში სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დაპირისპირება  არსენას ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ღამის 3 საათზე ყვირილის ხმა გაიგეს,  შემდეგ კი შეიტყვეს, რომ 2 ახალგაზრდა იყო დაჭრილი. დაჭრილები 20-21 წლის ბიჭები არიან. ორივე მათგანი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. ერთს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. 

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 109-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები