"გავაგონოთ მხარდაჭერა ლაზარეს სასამართლო დარბაზში" - ხვალ გრიგორიადისის სხდომა გაიმართება

20.12.23 19:06
"გავაგონოთ მხარდაჭერა ლაზარეს სასამართლო დარბაზში" - ხვალ გრიგორიადისის სხდომა გაიმართება

"გავაგონოთ მხარდაჭერა ლაზარეს სასამართლო დარბაზში" - მოძრაობა "სირცხვილია" Facebook-ზე წერს, რომ გრიგორიადისის სასამართლოს პარალელურად ეზოში შეიკრიბებიან და დაკავებულ აქტივისტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

"კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ გზაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ლაზარესა და სხვა პატრიოტი მოქალაქეების ბრძოლის გარეშე. გავაგონოთ მხარდაჭერა ლაზარეს სასამართლო დარბაზში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხვალ, 21 დეკემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართება.