EU-ს დროშის დაწვის კამპანია - პრორუსი რადიკალები შარუხიას გათავისუფლებას ითხოვენ და მასობრივი არეულობით იმუქრებიან
პრორუსი რადიკალები მასობრივი არეულობით იმუქრებიან. კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთ კვირაში ალტ-ინფომ ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია დაიწყო. წვავენ დემონსტრაციულად, ამ დანაშაულს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის სასულიერო პირებიც. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამბობენ, რომ დროშების დაწვა მხოლოდ დასაწყისია და თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება უფრო რადიკალურ ზომებზე გადავლენ.
ალტ-ინფოს წევრები ლაშა შარუხიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კამპანია თვითორგანიზებულია და სოლიდარობას უცხადებენ მათ თანამებრძოლს, რომელიც პატიმრობაშია. პროკურორი პირველებთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მაგრამ ჩნდება კითხვა, სად იყვნენ მცხეთის გამეგობის თანამშრომლები,როცა მამაკაცს ჯერ შენობაზე ასვლის, შემდეგ კი კანონსაწინააღამდეგო ქმედების ჩადენის საშუალება მისცეს.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.