ხუთი შვილის დედამ ქმარი თოკით გაგუდა - სასტიკი დანაშაულის დეტალები
საქართველოს მოქალაქემ, ხუთი შვილის დედამ, ქმარი თოკით გაგუდა. სასტიკი დანაშაული საფრანგეთის ქალაქ ტულონში მოხდა. სამართალდამცველებმა მოკლული კაცის ცხედარი საძინებელ ოთახში იპოვეს. ფრანგული მედია წერს, რომ დანაშაული ქალმა ხუთი შვილის თვალწინ ჩაიდინა. დაკავებულია საქართველოს მოქალაქე 28 წლის ლანა ხუნწარია. მას ხელბორკილები დანაშაულის ადგილზე დაადეს
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ცოლ-ქმარს შორის სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი. ირკვევა, რომ მკვლელობამდე ერთი წლით ადრე კაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. "პირველებს" დაკავებული ქალის ოჯახის წევრები უყვებიან, რომ არ არის გამორიცხული ქმრის მკვლელობის მიზეზი მისი ნარკოდამოკიდებულება გამხდარიყო.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.