ყაზბეგში პროტესტმა იფეთქა - მოხევეები "კამარა ჰესის" მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ
ყაზბეგში პროტესტი არ ცხრება - მოხევეები "კამარა ჰესის" მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, საშიში პროექტი არ განახორციელონ.
სოფელ გორისციხეში გვიან ღამემდე დაძაბული იყო ვითარება. სოფლის რიტუალების სასახლეში პროექტის განხილვა იყო დაგეგმილი, სადაც მოსახლეობაც მიიპატიჟეს, თუმცა ხალხი ფიქრობს, რომ ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, რადგან თუ ჰესი აშენდება, მაშინ მდინარე თერგი დაშრება.
პროტესტის რეჟიმში გადასულ ადამიანებს პოლიცია დაახვედრეს. არსებობს მოსაზრება, რომ ჰესის მშენებლობას ხელისუფლება ლობირებს, რადგან მშენებელი კომპანიის უკან უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორები დგანან.