იოსელიანი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ჩავიდა

21.12.23 10:46
იოსელიანი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ჩავიდა

ომბუდსმენი ლევან იოსელიანი 20 დეკემბერს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში, პერევსა და ქარძმნაში ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

იოსელიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ის პრობლემები მოისმინა, რომელთაც საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში აწყდებიან.

ძალიან ხშირად დავდივარ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში და ვცდილობ გავიგო, თუნდაც იქ, სადაც ჩვენი კონტროლირებადი ნაწილია, რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, რა სერვისებს აწვდის მოსახლეობას და როგორია მათდამი დამოკიდებულება. დღეს შევხვდი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას. მათ იმ პრობლემებზე მომიყვნენ, რომელსაც აწყდებიან ყოველ ჯერზე, როცა საოკუპაციო საზღვარს კვეთენ", - თქვა იოსელიანმა.