საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, ყოველ მე-4-ს სექსუალური შევიწროება - "საფარის" კვლევა

21.12.23 12:49
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, ყოველ მე-4-ს სექსუალური შევიწროება  - "საფარის" კვლევა

საგანგაშო სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ - ორგანიზაცია "საფარი" კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოში ყოველ მეორე ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია განვლილი ცხოვრების განმავლობაში.

ორგანიზაციის ცნობით, ძალადობრივი ქმედებების ახლობელთათვის ცნობის შემთხვევაში ქალების 16.4%-ს ურჩიეს ძალადობის ფაქტის დამალვა, ხოლო 6.6%-მა ქალები თავად დაადანაშაულა.

საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.

ყოველ მე-4 ქალს გამოუცდია ძალადობის რომელიმე ფორმა პარტნიორის მხრიდან. 

ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს.

ქალების 8.5%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა 18 წლის ასაკამდე. 

პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების 45.9%-ის თქმით, ძალადობის ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილი შესწრებია. შემთხვევების 10%-ში ბავშვებზეც უძალადიათ. 

ქალების 18%-ს გამოუცდია მასთან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი კაცისგან მაკონტროლებელი ქცევა. 

ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. 13%-ს დასჭირვებია სამედიცინო დახმარება.

მომხდარი ძალადობის ახლობლებისთვის გამხელის შემთხვევაში, ქალების 16.4%-ს ურჩიეს ძალადობის ფაქტის დამალვა, 6.6% თავად დაადანაშაულეს, 7.5%-ისადმი კი ახლობლები გულგრილები დარჩნენ. 

საქართველოში ქალების 77.6% და კაცების 57.5% ფიქრობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.