"თერგის დაშრობას არ შევეგუებით, წადით!" - ყაზბეგში გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომლების ჩასვლას ხმაური მოყვა
"თერგის დაშრობას არ შევეგუებით - წადით!" - ამ შეძახილებით დახვდნენ მოხევეები გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომლებს, რომელთა შორის დაპირისპირებამ იფეთქა, რადგან მოხევეები უარს ამბობენ ნებისმიერი ტიპის საუბარზე, რომელიც მიზნად ჰესის მშენებლობას ისახავს.
ერთადერთი ვარიანტი, რომელსაც მოსახლეობა საჯაროდ განიხილავს, დაანონსებული პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებაა. ამბოხებულებთან ერთად იდგა ყაზბეგის მერიც, თუმცა ბაკურ ავსაჯანიშვილი ადგილზე საკუთარი მხარდამჭერებით მივიდა და კომპანიის პოზიციებს იცავდა.
ადგილობრივების თქმით, სოფელ სიონში ჩაშლილ შეხვედრაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროექტის "ვითომ მხარდაჭერები" მიიყვანა. ყველა მათგანი სიპებში და აიპებში დასაქმებული პირია.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.