სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - დაკავებულია ერთი პირი

21.06.21 15:28
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - დაკავებულია ერთი პირი

შსს-მ მთაწმინდაზე, სისხლიანი დაპირისპირების დროს, დაჭრის ფაქტზე 20 წლის ბიჭი დააკავა. 2001 წელს დაბადებულ თ.მ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

უწყების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 ივნისს, თბილისში, კოტე მესხის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნაცნობები - 2001 წელს დაბადებული მ.მ. და 2001 წელს დაბადებული გ.ო. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ. ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- წერია განცხადებაში. 


დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები