სამტრედიაში პროტესტმა იფეთქა - ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ
სამტრედიაში პროტესტმა იფეთქა - ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დამსაქმებელი უკვე ნახევარი წელია, სამოცამდე მუშას ფაქტობრივად უფასოდ ამუშავებს, რის გამოც გადაწყვიტეს ქუჩაში გასვლა და დარღვეულ უფლებებზე ხმამაღლა საუბარი.
საქმეზე ეხება კომპანია "იქს ენერჯი გურპს", რომლის ხელმძღვანელობაც ამტკიცებს, რომ ფული არ აქვთ, რადგან ქვეკონტრაქტორი კომპანიები თანხებს არ რიცხავენ.
კომოანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი უშუალო დამკვეთი კომპანია "გეო გრუპია".
კუთვნილ ხელფასს 7 თვეა ველოდებით, ამასობაში მოვიდა ახალი წელი, ჩვენც ოჯაცხები გვყავს"- ამბობს ერთ-ერთი მუშა.
ოპოზიციის მტკიცებით, კომპანიის დირექტორი, გიორგი ახობაძე "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია.
გიორგი ახობაძე მმართველი პარტიის საკმაოდ მსხვილი შემომწირველი პირია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ხალხს ზემოდან ესაუბრება"- აღნიშნავენ ოპოზიციაში.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.