ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია, 38 გრადუსს გადააჭარბოს - სინოპტიკოსების გაფრთხილება

21.06.21 16:33
ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია, 38 გრადუსს გადააჭარბოს - სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 33, 38, მთიან რეგიონებში - 31, 36 გრადუსი.

მათივე ცნობით, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, 38 გრადუსს გადააჭარბოს.