EU-ს დროშების დაწვის კამპანია გრძელდება - რითი პასუხობს ხელისუფლება პრორუსი რადიკალების ანტიევროპულ კამპანიას
რადიკალები არ ჩერდებიან. დღეს კიდევ, დემონსტრაციულად, ევროკავშირის დიდი დროშა დაწვეს. რითი პასუხობს ხელისუფლება პრორუსების ანტიევროპულ კამპანიას. არ გვინახავს, არ გაგვიგონია - "ოცნება" ვერაფერს ხედავს, როდესაც საქმე პრორუსულ დაჯგუფებას ეხება. შს სამინიტრო ამ დრომდე მხოლოდ ერთი განცხადებით შემოიფარგლა. არადა სახეზეა საჯაროდ ჩადენილი დანაშული, რომელშიც ათეულობით ადამიანი მონაწილეობს.
მათ შორის სასულიერო პირები, რომლებიც დემონსტრაციულად წვავენ ევროკავშირის დროშებს. თუმცა საპატრიარქოს ამ ვანდალიზმზე ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუკეთებია. რადიკალური დაჯგუფებები კი გაჩერებას არ აპირებენ და მასობრივი არეულობით იმუქრებიან. ასე ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დამნაშავეებს დაუსჯელობის გარანტიები აქვთ მიღებული. ხელისუფლების დუმილი და თვალის დახუჭვის პოლიტიკა პრორუსი რადიკალებისთვის მორიგი წახალისებაა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.