"არა ხევის აოხრებას და თერგის დამონებას" - ამ შეძახილებით გაისტუმრეს დღეს მოხევეებმა "კამარა ჰესის" მშენებელი კოპანია

21.12.23 20:29
"არა ხევის აოხრებას და თერგის დამონებას" - ამ შეძახილებით გაისტუმრეს დღეს მოხევეებმა "კამარა ჰესის" მშენებელი კოპანია

 

 

თერგს რკინის მილებში არ გამოგაკეტინებთ. მოხეევეების პროტესტი და კიდევ ერთი ჩაშლილი შეხვედრა. ხეობის მოსახლეობა პირობას დებს, რომ "კამარა ჰესს" არ ააშენებინებენ.  ვითარება შეხვედრაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც პროტესტის მონაწილეებს ხელისუფლებამ ადგილობრივი სიპებისა და აიპების თანამშრომლები დაუპირისპირა. მშენებლობის მომხრე "ოცნების" პარტ აქტივს ადგილობრივი მოსახლეობა ხმაურითა და შეძახილებით დახვდა. მათ შორის ყაზბეგის მერსაც. 

"არა ხევის აოხრებას და თერგის დამონებას" - ამ შეძახილებით გაისტუმრეს დღეს მოხევეებმა "კამარა ჰესის" მშენებელი კოპანია

პროტესტი მანამდე არ შეწყდება, ვიდრე ხეობის მოსახლეობა მათ მოთხოვნებზე გარემოს დაცვის სამინიტროსგან ოფიციალურ პასუხს არ მიიღებს. ადგილობრივები დარწმუნებული არიან, რომ თერგის მილებში მოქცევა ხეობაში ღვარცოფულ ზონებს გამოიწვევს, რაც საბოლოოდ ყაზბეგს ტურისტების გარეშე დატოვებს.  ხელისუფლება მოხევეებს ახალ სამუშაო ადგილებს და იაფ ელექტროენერგიას ჰპირდება, თუმცა ადგილობრივებისთვის ერთადერთი მისაღები წინადადება ამ პროექტის შეჩერებაა.

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.