"ბოლოს შემაგინა, უნდა ვუჩივლო" - ლიკა შავგულიძე საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე

21.12.23 20:33
"ბოლოს შემაგინა, უნდა ვუჩივლო" - ლიკა შავგულიძე საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე

 

 

მწვავე დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე - ლიკა შავგულიძე ამბობს, რომ ინციდენტის ბოლოს მას აპირებს რომ არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ მაშ შეაგინა, ამიტომაც ჩივილს აპირებს.

მეთვალყურე, სამეურვეო საბჭოს წევრი სვამს შეკითხვას, ამიხსენით რა კალკულაციის ბაზაზე, რა მონაცემების ანალიზის საფუძველზე დაიხურა გადაცემებითქო და ამის სანაცვლოდ ვიღებ მუქარას. აი ამ ინციდენტის შემდეგ, მე მან დედა შემაგინა. არ ვიცი, ვფიქრობ ჯერ, რა რეაქცია მქონდეს. უნდა ვუჩივლო. ეს ადამიანი არის შეუფერებელი იმ თანამდებობისა, რომელიც ის იქ იკავებს", - ამბობს ლიკა შავგულიძე.

ცნობისთვის, დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ცოტა ხნის წინ იყო - საბჭოს წევრს, ლიკა შავგულიძეს კითხვები ჰქონდა არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაზე, შვიდი გადაცემის დახურვის შესახებ. ლიკა შავგულიძე მოითხოვდა, არხის ხელმძღვანელებს ფინანსური ანალიზით დაედასტურებინათ გადაწყვეტილების მიზეზი.

კითხვამ არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე გააღიზიანა და შავგულიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა შვიდი გადაცემა, მათ შორის გორგილაძის "აუტანელი სიმსუბუქე" დახურა.

საზმაუმ, ამის შესახებ, ოფიციალურად, 16 დეკემბერს განაცხადა — ერთი დღის შემდეგ, რაც არხზე გადაცემების დახურვის თაობაზე საზოგადოებამ სხვა მედიასაშუალებებიდან შეიტყო.