"ნაძვის ხე განათებული დაუტოვებიათ და ცეცხლი გაუჩნდა" - ხანძარი ბათუმში
ხანძარი ბათუმში - ცეცხლი პუშკინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25.GE ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი ბინაში ნაძვის ხეს გაუჩნდა. ამ დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს. ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
სახლში არავინაა, გასულები არიან, ნაძვის ხე განათებული დაუტოვებიათ და ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლებმა გამოიძახეს სახანძრო, მაშველები მუშაობენ", - გვითხრა თვითმხილველმა.
მსგავსი სიახლეები
02.11.26 16:54
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.