მეუფე სტეფანემ ჰომოსექსუალობაზე ეკლესიის შიგნით იმუშავოს - პრაიდის ორგანიზატორი

21.06.21 17:18
მეუფე სტეფანემ ჰომოსექსუალობაზე ეკლესიის შიგნით იმუშავოს - პრაიდის ორგანიზატორი

მეუფე სტეფანეს ჰომოფობიურ განცხადებებს "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ეხმაურებიან. გიორგი თაბაგარი მიიჩნევს, რომ ეკლესიას უფლება არ აქვს, ხალხის მობილიზება მოახდინოს. 

მე არ ვფიქრობ, რომ ეკლესიას აქვს მორალური საფუძველი, საერთოდ ვინმეს მიმართ ხალხი დაამობილიზოს, მითუმეტეს ამ საკითხზე, როცა თვითონ ეკლესიაში არის ეს პრობლემები და მე მგონი, მეუფე სტეფანემ ალბათ უმჯობესია, ეკლესიის შიგნით იმუშავოს ჰომოსექსუალობაზე, თუ ამას ისინი ცოდვად თვლიან და შეეშვან ძალადობას და  ხალხის მობილიზებას, ეს არის დანაშაული და ისინი აუცილებლად აგებენ ამაზე პასუხს, ადრე თუ გვიან", - ამბობს გიორგი თაბაგარი. 

ცნობისთვის, მეუფე სტეფანემ მრევლს მოუწოდა, რომ 5 ივლისს, როცა რუსთაველზე ,,თბილისი პრაიდის" ღირსების მარშია დაგეგმილი, ქუჩაში გამოვიდნენ. 

შეგახსენებთ, პრაიდის კვირეული 1-5 ივლისს ჩატარდება.