"ვერც კი გავაანალიზე რომ სროლაში ვიყავი" - პრაღის უნივერსიტეტში მყოფი სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები ტრაგედიის დღეზე

22.12.23 11:21
"ვერც კი გავაანალიზე რომ სროლაში ვიყავი" - პრაღის უნივერსიტეტში მყოფი სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები ტრაგედიის დღეზე

14 დაღუპული 30-მდე დაშავებული და ერთი ლიკვიდირებული. პრაღაში გლოვაა გამოცხადებული. უნივერსიტეტში მყოფი სტუდენტები, მათი ოჯახის წევრები და უბრალოდ გამვლელები ტრაგედიის დღეს იხენებენ.

სპეცრაზმელებმა მითხრეს, რომ თავდასხმა იყო უნივერსიტეტში. ეს შოკისმომგვერლი იყო, რადგან ჩემი შვილი იმყოფებოდა ადგილზე. დავიმალე და სასწრაფოდ დავიწყე ქალიშვილთან რეკვა, ის გარკვეული დროის განმავლობაში არ მპასუხობდა, როდესაც საბოლოოდ გამოვიდა კონტაქტზე, ვაძლევდი ინსტრუაქციას, როგორ უნდა მოქცეულიყო. ვთხოვე მოშორებოდა ფანჯრებს, დაწოლილიყო იატაკზე და ბარიკადად გამოეყენებინა კარი მაინც. იქიდან უწყვეტი სროლა ისმოდა. 

რამდენიმეჯერ გავიგე სროლის ხმა, ვერც კი გავაანალიზე რომ სროლაში ვიყავი, უცებ დავინახე როგორ გამორბოდნენ სტუდენტები და მასწავლებლები შენობიდან. უცებ როცა პოლიციამდე მივაღწიე, ერთ-ერთმა მიბიძგა ტრამვაისკენ, რომ გადავრჩენილიყავი და დავეფარე სროლის ეპიცენტრიდან. 

სასეირნოდ ვიყავი და მდინარის დასავლეთ მხარეს სასტუმროში ვბრუნდებოდით, იქვე ხიდის გადაკვეთა და გაჩერება გადავწყვიტეთ, როცა პოლიციელი მოვარდა და ხმამაღლა დაიწყო გაფრთხილება, რომ ახლოს იყო აქტიური სროლა. წარმოდგენა არ გვქონდა რა ხდებოდა, პოლიციამ გვთხოვა დავწოლილიყავით და დავრჩენილიყავით შენობაში, შუქები ჩააქრო. ამ სიბნელეში ვისხედით მთელი ამ დროის განმავლობაში ოთახის ერთ-ერთ კუთხეში. 

არსებობს ვერსია რომ მკვლელს ჰქონდა ტელეგრამ არხი, სადაც დაანონსებული ჰქონდა მკვლელობების მასობრივი სერია. არსებობს ასევე ვერსია, რომ შეიარაღებული თავდასხმა შთაგონებული იყო რუსეთის ქალაქის გიმნაზიაში 20221 წელ ბრიანსკის სკოლაში 2023 წელს მოწყობილი თავდასხმებით. ახლა პრაღის პოლიციამ უნდა დაადგინოს, თუ რა იყო ამ შემწარავი აქტის რეალური მოტივი. 

შეგახსენებთ, რომ შემზარავი ფაქტი პრარაში გუშინ მოხდა. პოლიციამ პირველი შეტყობინებები სროლის შესახებ უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, იან პალაჩის მოედანზე, დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით 15:00 საათის შემდეგ მიიღო.