უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - საგანგაშო სტატისტიკა

22.12.23 12:08
უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - საგანგაშო სტატისტიკა

უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. არასრულ ერთ წელიწადში ბიუჯეტში საურავის სახით სამ მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ასეთი სტატისტიკა ქვეყანას ჯერ არასდროს ჰქონია. წინა წლის მონაცემებთან შედარებით რიცხვები 70%-ით არის გაზრდილი. 

რატომ აჯარიმებენ ხალხს მასობრივად?  მძიმე სოციალური ფონის გამო, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებს იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური გადაიხადონ, ამიტომ უფასოდ მგზავრობენ, რაც უფრო ძვირი უჯდებათ და შემდეგ 20 ლარიან ჯარიმებს იხდიან. 

მოსახლეობა კი საზოგადოებრივ ტრასნპოსრტთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მათი თქმით, მგზავრების სიმრავლის გამო ხშირად ტრანსპორტშ ასვლასაც ვერ ახერხებენ. მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ გაზრდილი ჯარიმების ფონზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული არ გამხდარა. 

მოქალაქეები მერიას სთხოვენ, დაჯარიმების სისტემა შეცვალონ.

მგზავრობა არ არის კომფორტული ნამდვილად. არაფერი შეიცვალა, რაც იყო, უფრო უარესობაა. ავტობუსში იმდენი ხალხია, რომ ზოგჯერ ვერ ვახერხებთ გადახდა დავაფიქსიროთ და მერე გვავიწყდება და ა.შ. შეღავათები არ არი და არც გაფრთხილება. გაფრთხილება უნდა იყოს, - ამბობს მოქალაქე. 

ოპოზიცია ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში ცდილობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კომფორტული გახადონ, საქართველოში ყველაფერი პირიქით ხდება. მათი თქმით, მძიმე სოცილური მდგომარეობოს ფონზე მგზავრობის ტარიფი და ჯარიმები არ უნდა იზრდებოდეს.

კახი კალაძე როდესაც გახდა თბილისის მერი, 2017 წლის ბოლოს ჯარიმები და სანქციები დაახლოებით 27 მლნ ლარი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 4-ჯერ და 5-ჯერ არის გაზრდილი. მე ვეკითხები ახლა ამ ადამიანებს, ჯარიმები რომ 4-ჯერ და 5-ჯერ გაიზარდა, ამ ადამიანებს ხელფასების გაეზრდათ 4-ჯერ და 5-ჯერ, შემოსავლები გაეზრდათ, უკეთესი ცხოვრება აქვთ. ფაქტია, რომ ჯარიმებით და საურავებით მოსახლეობას, უბრალოდ. ახრჩობენ, უძვრებიან ჯიბეში. მაშნ, როდესაც მთელი ქვეყნების, მათ შორის ევროპის ტენდენციაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს და უფასოც კი გახდეს, ამ დროს იზრდებოდეს ჯარიმები და გადასახადი, არასწორია და არაგონვირული პოლიტიკაა, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.