გორის მერიამ 3 მლნ დახარჯა წყალსადენში - 3 წელში წყალი სოფელს ისევ გრაფიკით აქვს

21.06.21 22:18
გორის მერიამ 3 მლნ დახარჯა წყალსადენში - 3 წელში წყალი სოფელს ისევ გრაფიკით აქვს

გორის მერიამ 3 მილიონი ლარი დახარჯა ატენის წყალსადენში, თუმცა 3 წელში წყალი სოფელს  ისევ გრაფიკით აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათი ცნობით,  სამუშაოების შემდეგ მდგომარეობა ზოგიერთ უბანში გაუარესდა კიდეც. სამუშაოების ნაწილი "ქართული ოცნების" შემომწირველის კომპანიამ შეასრულა, რომელმაც ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.

წყალსადენი სისტემა 2018 წელს მოეწყო, თუმცა 2019 წელს ატენში გზის მშენებლობისას დაზიანდა და შედეგად, პანდემიაში სოფელი კვირების შუალედით უწყლოდაა. მერიის მხრიდან პროცესის არასწორად მართვის შედეგად, წყალსადენის სადრენაჟო სისტემის დაზიანების გამო, ბიუჯეტიდან დამატებით 356,000 ლარი დაიხარჯა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები