დეკანოზი თომა სიხარულიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

21.06.21 23:05
დეკანოზი  თომა სიხარულიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თომა სიხარულიძე, კორონავირუსით გარდაიცვალა.

შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მამა ბასილ გოგოტიშვილის, თქმით, მამა თომას ვირუსი ერთი თვის წინ დაუდასტურდა.

ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში იყო. ჯერ ბათუმში, მერე თბილისში. კორონავირუსმა ბევრი გართულება გამოიწვია და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს", - აღნიშნა "პირველებთან" საუბრისას მამა ბასილ გოგოტიშვილმა