როგორ ისაკუთრებენ სახელმწიფო ქონებას - მთავრობა ინფორმაციას მალავს

22.12.23 20:28
როგორ ისაკუთრებენ სახელმწიფო ქონებას - მთავრობა ინფორმაციას მალავს

ვანო ჩხარტიშვილის ლობირებაში საქართველოს პრემიერია მხილებული. ღარიბაშვილმა მინი ოლიგარქისთვის ახალი შეღავათები აამოქმედა და თან ამის დამადასტურებელი დოკუმენტები დამალა. ირკვევა, რომ სახელმწიფო მიწაზე, რომელიც ჩხარტიშვილს მთავრობამ წლების წინ აჩუქა, ბიზნესმენმა ვალდებულებები არ შეასრულა. პრემიერმა თვალი დახუჭა და ივანიშვილის მეგობარ ბიზნესმენს პირობების შესრულებისთვის დამატებითი დრო მისცა.  

ჩხარტიშვილი არ არის ერთადერთი, ვინც მთავრობის კარზე დიდი გავლენებით და განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს. მთავრობა თითქმის ყოველ კვირას მიწებს ჩუქნის საკუთარ გარემოცვას, თუმცა მალავს ინფორმაციას, ვინ რა პირობებით ისაკუთრებს სახელმწიფოს ქონებას. ამით ღარიბაშვილის ადმინისტრაცია კანონს დემონსტრაციულად არღვევს.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.