საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მედიასკოლა "აქტუალის" ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

22.12.23 20:14
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მედიასკოლა "აქტუალის" ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არასამთავრობო ორგანიზაცია Aktual School-ის ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გოგი მეშველიანი, ტარიელ ნაკაიძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, თურქეთის ელჩის მდივანი ალი იჰსან აქბაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.  

Aktual Media-ის დამფუძნებელმა ილქინ ჰუსეინოვმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე,  კურსის წევრებს წარმატებები უსურვა, ასევე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა.  

დღეს ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებიის დაჯილდოების ცერემონია იმართება.  ჩვენი მიზანია წამოვზარდოთ ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც საკუთარი თემის ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობესებენ.

ვფიქრობ, ამას გარკვეულწილად, მივაღწიეთ, თუმცა ამ მხრივ მაინც ბევრი გვაქვს სამუშაო. იმედი მაქვს, 2024 წელს ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ მუშაობას. ჩვენი მიზანია ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას  პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად",  - აღნიშნა დირექტორმა. 

ასევე პარლამენტის დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და გოგი მეშველიანი გამოვიდნენ სიტყვით და მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს.   

ახალგაზრდებს წარმატება უსურვეს აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა და თურქეთის საელჩოს წარმომადგენელმა ალი იჰსან აქბაშმაც და მადლობა გადაუხადეს Aktual-ს ასეთი პროექტის განვითარებისთვის.

ამ და სხვა საკითხებთან ერთად დიპლომატებმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაც მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში "აქტუალ მედიის" მთავარმა პროდიუსერმა  და Aktual School-ის კოორდინატორმა ნათელა ალაზოვამ წარადგინა პრეზენტაცია, სადაც მან ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას ამ კურსის საქმიანობის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ  თურქულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ  "ბაიქარმა" ახალგაზრდები "ტექნოფესტის" ქურთუკებით დააჯილდოვა.

NS.