ვაქცინაციის პროცესი პარალიზებულია - აცრაზე მისულ მოქალაქეებს უკან აბრუნებენ

22.06.21 11:30
ვაქცინაციის პროცესი პარალიზებულია - აცრაზე მისულ მოქალაქეებს უკან აბრუნებენ

ვაქცინაციის პროცესი პარალიზებულია. უკვე მეორე დღეა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციაზე  მისულ მოქალაქეებს უკან აბრუნებენ. ასობით მოქალაქე, რომელსაც დღეს "ასტრაზენეკას" მეორე დოზა უნდა მიეღო, ვერ იცრება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დილით ყველას SMS შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ ვაქცინის მიწოდებაზე შეფერხებაა, რის გამოც მათი ჯავშანი გაურკვეველი დროით გადავადდა. 

უცნობია, როდის შეძლებენ მოქალაქეები მეორე დოზით აცრას, მაშინ როცა 2 დოზას შორის ინტერვალი 12 კვირას არ უნდა აღემატებოდეს.  მეორე დოზით ასაცრელად 8-12-კვირიანი ინტერვალის დაცვის რეკომენდაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა.