ნგრევა და ხმაური დიღომში

22.06.21 10:58
ნგრევა და ხმაური დიღომში

ხმაური  და ნგრევა დიღომში - ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია "არქის" წარმომადგენლები დიღომი 3-ის ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ და მოსახლეობის კუთვნილ შენობებს ანგრევენ.

სამშენებლო კომპანიაში კი ირწმუნებიან, რომ მოსახლეობას წარუდგინეს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც თბილისის მერიამ გასცა.

ირკვევა, რომ ,,არქის" მუნიციპალური ინსპეციისგან აქვს უფლება დემონტაჟის, რადგან ადგილი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს 2004 წლიდან, დიღომი 3-ის საკუთრებაა და ეს ტერიტორია მოსახლეობას უკანონოდ აქვს დაკავებული.