"ოცნების" დეპუტატის კლინიკაში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს - რას აჭმევენ პაციენტებს
"ქართული ოცნების" დეპუტატის კლინიკაში შემოწმების დროს ცხენის ხორცი აღმოაჩინეს - სურსათს უვნებლობის სააგენტოს შემოწმების დროს ადგილზე 10 კილოგრამი დახვდა, ეს გარემოება კი აჩენს ეჭვს, რომ 31 კილოგრამი ცხენის ხორცით ერთი კვირის განმავლობაში პაციენტებს კვებავდნენ.
ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ზაზა ლომინაძის კლინიკაში მძიმედ დაავადებული პაციენტები მათ შორის მცირეწლოვნები ერთი კვირის განმავლობაში ცხენის ხორცს აჭმევდნენ.
გამოძიებით დგინდება, რომ ზაზა ლომინაძის კლინიკამ ხორცი ფორმა ნომერი 2 ის გარეშე მიიღო, ანუ კანონი დაარღვიეს და თავადაც არ იცოდნენ მძიმე პაციენტებისთვის რა წარმომავლობის ხორცი ჰქონდა ნაყიდი.
პროკურორი "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ ამის გამო ოცნების დეპუტატის კლინიკას სოლიდური ჯარიმა გამოუწერეს.
ზაზა ლომინაძის კლინიკაში ცხენის ხორცი მსოფლიო ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავის, მსოფლიო ჩემპიონის ზვიად პატარიძის ძმამ ვალერიანე პატარიძემ შეიტანა. მას გამოძიება ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების და მომხმარებლის მოტყუებას ედავება. ბრალის დადგენის შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონის ძმას, ვინც ქართული ოცნების დეპუტატის კლინიკაში ცხენის ხორცი შეიტანა 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.