მოგლეჯილი სახურავები და წაქცეული ხეები - უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა
უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. მოგლეჯილია მრავალწლიანი ხეები. ჩახერგილია ცენტრალურიი მაგისტრალები. ძლიერი ქარის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.
ყველაზე მძიმე ვითარებაა ახმეტაში, ლაგოდეხსა და ყვარელში. ადგილზე მერიის შესაბამისი სამსაუხრები მუშაობენ. მიმდინარეობს ზარალის დათვლაც.
ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავებიი გადახადა ბათუმშიც. უამინდობის გამო საკურორტო ქალაქში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გარეგანათების ბოძები. ქარმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები. დაზიანებულია ავტობუსის გაჩერებებიც. დილიდან ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.