ქურდობის და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

24.12.23 10:57
ქურდობის და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 43 წლის მამაკაცს შვიდი ათასი დოლარის ქურდობას და ქრთამის შეთავაზებასს ედავებიან. პოლონური მედიის ცნიბით, მამაკაცმა თანხა ავსტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილიდან ამოიღო და მიმალვა სცადა. 

საქართველოს მოქალაქეს პოლონელი სამართალდამცველები რამდენიმე წუთში აედევნენ. დაკავების შემდეგ კი კაცმა პოლიციას ნაქურდალი თანხის განაწილება შესთავაზა, რაც ასევე კანონით ისჯება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.